Sunday, February 3, 2013

რჩევები მშობლებს                                                                                                                  ფსიქოლოგ,ნანა კალანდაძის აზრით,დემოკრატული პრინციპებით ბავშვის აღზრდა მანამდეა კარგი, სანამ ბავშვი არ გააკეთებს არჩევანს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მიუხედავად პროტესტისა, აუცილებელია, კომპიუტერთან მისი კონტაქტი მკაცრად შეიზღუდოს, მითუმეტეს, თუ ის სკოლის მოსწავლეა. ნუ მისცემთ უფლებას, კომპიუტერთან ორ საათზე მეტხანს იჯდეს. ამ ხნის განმავლობაშიც ორჯერ უნდა შეისვენოს, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, იმოძრაოს, გაივარჯიშოს. ნუ აუწევთ ხმას და ნუ დაამცირებთ ბავშვს უხეში გამოთქმებით - ეს კონფლიქტს გააღრმავებს. ესაუბრეთ მშვიდად, კეთილგანწყობით, მაგრამ მტკიცედ.                                                                                                                                  მშობლებმა არ უნდა დაიწყონ კომპიუტერთან ომი, ეს ისეთივე არაბუნებრივია,როგორც ტელაფონთან,ტელევიზორთნ,მაცივართან და  კაცობრიობის სხვა გამოგონებებთან ბრძოლა. მთავარია, მივაგნოთ მიზეზს, რომლის გამოც ბავშვი კარგავს ინტერესს ყველა სხვა საყვარელი საქმიანობის მიმართ, გაურბის რეალობას და ეჯაჭვება კომპიუტერს. უნდა გავიგოთ, ხომ არ აქვს უთანხმოება ამხანაგებთან და ხომ არ ეძებს ვირტუალურ მეგობრებს; ნუ დასჯით და ნურც სასჯელით დაემუქრებით ცუდი ნიშნების გამო. რაც უფრო მეტ სითბოს იგრძნობს ბავშვი მშობლებისგან, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი იმისა რომ მიეჯაჯვება ვირტუალურ სამყაროს.

Tuesday, January 22, 2013


    კომპიუტერული თამაშები ბავშვებისთვის     მშობლებისთვის უფრო მტკივნეული თემა მათი შვილების კომპიუტერული თამაშების მიმართ დამოკიდებულებაა.6–7 წლის ასაკიდან უმეტესი მოზარდი  თავისუფალი დროის თითქმის 90%_ს კომპიუტერთან, თამაშში ატარებს.ინტერნეტში უხვადაა ისეთი თამაშები,რომლებშიც მძაფრად არის ასახული ძალადობის ფაქტები.მეცნიერებმა  შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ ასეთ თამაშებს არ უვითარდებათ თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ადამიანის ქცევის მართვის და სწავლის პროცესში. აგრეთვე ავითარებს მათში აგრესის, ავიწროებს მათ ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციონალურ სამყაროს.ორსაათიანი ვიდეოთამაში საკმარისია ავადმყოფური ტრანსისა და ნერვული სისტემის გადაღლის გამოსაწვევად.  სასტიკი თამაშები კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მასში აგრესიას იწვევს, ამიტომაც მსოფლიოში საკმაოდ გამრავლდა მოზარდთა შორის ძალადობის შემთხვევები. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ასევე მხედველობის დაქვეითებას,ხერხემლის სქოლიოზსა და კუნთების ატროფიას იწვევს .

       თუმცა,შანსი იმისა,რომ მშობლებმა ბავშვები მოწყვიტონ ძალადობის სცენებზე აგებულ თამაშებს,ნამდვილად არსებობს.ამისათვს საჭიროა მათ თვალყური ადევნონ რა თამაშს ირჩევენ ბავშვები და თვითონ დაეხმარონ მათი ასაკისთვის შესაფერის სასრგებლო თამაშების შერჩევაში.ყველაზე კარგი კი,რა თქმა უნდა,ის თამაშებია,რომლებიც საგანმანათლებლო მიზნით შეიქმნა.სწორედ ასეთი ტიპის უამრავი თამაშია თავმოყრილი ვებ პორტალზეwww.pbskids.org
                კომპიუტერმა და ინტერნეტმა XXI საუკუნეში მოიცვა მთელი მსოფლიო. მას უკვე დიდი ადგილი უკავია ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. თანამედროვე ბავშვები კომპიუტერს თითქმის პამპერსის ასაკიდან ეცნობიან. ინტერნეტი,მართლაც, აუცილებელი  და სასარგებლო გამოგონებაა, მაგრამ როცა საქმე პატარებს ეხება მრავალი კითცვა იჩენს თავს. ყველაზე აქტიური კითხვა კი ისაა უფრო მეტ ზიანს მოუტანს თუ სარგებელს,მასთან მჭიდრო  ურთიერთობა, ჩვენს პატარებს.?                                
        კომპიუტერი სასწავლო პროგრამაში                                                                               როგორც ვიცით,2011 წლიდან პირველკლასელებს ე.წ. "ნეთბუქები" დაურიგდათ.ნეთბუქს დამხმარე ხასიათი აქვს და მოსწავლეები მას სახელმძღვანელოსთან ერთად იყენებენ. კომპიუტერში ჩატვი   რთულია სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები,ასევე კლასგარეშე ლიტერატურა. პედაგოგები ფიქრობენ,რომ სახელმძღვანელოსთან ერთად სწავლის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენება მოსწავლეთათვის სწავლას უფრო ხალისიანს ხდის,თუმცა,უმჯობესი იქნებოდა მისი უფრო მაღალ კლასებში გამოყენება.
      დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობელთა ნაწილი მიიჩნევს,რომ ნეთბუქების დახმარებით ბავშვები უკეთ ისწავლიან და მათ ასაკში თამაშით მიწოდებული იფორმაცია უფრო ადვილი აღსაქმელი და დასამახსოვრებელია,მაგრამ მშობელთა მეორე ნაწილი წინააღმდეგია იმის,რომ ბავშვები კომპიუტერთან დიდხანს ისხდნენ.
      ფსიქოლოგების შეფასებით,პირველი კლასიდან ნეთბუქებით სწავლა წერის ინარების ჩამოყალიბებას შეუშლის ხელს.როგორც ბავშვთა ფსიქოლოგმა,ნანა აღაპაშვილმა აღნიშნა,კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ შესაძლოა მასზე მიჯაჭვულობაც გამოიწვიოს.