კომპიუტერმა და ინტერნეტმა XXI საუკუნეში მოიცვა მთელი მსოფლიო. მას უკვე დიდი ადგილი უკავია ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. თანამედროვე ბავშვები კომპიუტერს თითქმის პამპერსის ასაკიდან ეცნობიან. ინტერნეტი,მართლაც, აუცილებელი და სასარგებლო გამოგონებაა, მაგრამ როცა საქმე პატარებს ეხება მრავალი კითცვა იჩენს თავს. ყველაზე აქტიური კითხვა კი ისაა უფრო მეტ ზიანს მოუტანს თუ სარგებელს,მასთან მჭიდრო ურთიერთობა, ჩვენს პატარებს.?
კომპიუტერი სასწავლო პროგრამაში როგორც ვიცით,2011 წლიდან პირველკლასელებს ე.წ. "ნეთბუქები" დაურიგდათ.ნეთბუქს დამხმარე ხასიათი აქვს და მოსწავლეები მას სახელმძღვანელოსთან ერთად იყენებენ. კომპიუტერში ჩატვი რთულია სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები,ასევე კლასგარეშე ლიტერატურა. პედაგოგები ფიქრობენ,რომ სახელმძღვანელოსთან ერთად სწავლის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენება მოსწავლეთათვის სწავლას უფრო ხალისიანს ხდის,თუმცა,უმჯობესი იქნებოდა მისი უფრო მაღალ კლასებში გამოყენება.
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობელთა ნაწილი მიიჩნევს,რომ ნეთბუქების დახმარებით ბავშვები უკეთ ისწავლიან და მათ ასაკში თამაშით მიწოდებული იფორმაცია უფრო ადვილი აღსაქმელი და დასამახსოვრებელია,მაგრამ მშობელთა მეორე ნაწილი წინააღმდეგია იმის,რომ ბავშვები კომპიუტერთან დიდხანს ისხდნენ.
ფსიქოლოგების შეფასებით,პირველი კლასიდან ნეთბუქებით სწავლა წერის ინარების ჩამოყალიბებას შეუშლის ხელს.როგორც ბავშვთა ფსიქოლოგმა,ნანა აღაპაშვილმა აღნიშნა,კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ შესაძლოა მასზე მიჯაჭვულობაც გამოიწვიოს.
No comments:
Post a Comment