რჩევები მშობლებს ფსიქოლოგ,ნანა კალანდაძის აზრით,დემოკრატული პრინციპებით ბავშვის აღზრდა მანამდეა კარგი, სანამ ბავშვი არ გააკეთებს არჩევანს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მიუხედავად პროტესტისა, აუცილებელია, კომპიუტერთან მისი კონტაქტი მკაცრად შეიზღუდოს, მითუმეტეს, თუ ის სკოლის მოსწავლეა. ნუ მისცემთ უფლებას, კომპიუტერთან ორ საათზე მეტხანს იჯდეს. ამ ხნის განმავლობაშიც ორჯერ უნდა შეისვენოს, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, იმოძრაოს, გაივარჯიშოს. ნუ აუწევთ ხმას და ნუ დაამცირებთ ბავშვს უხეში გამოთქმებით - ეს კონფლიქტს გააღრმავებს. ესაუბრეთ მშვიდად, კეთილგანწყობით, მაგრამ მტკიცედ. მშობლებმა არ უნდა დაიწყონ კომპიუტერთან ომი, ეს ისეთივე არაბუნებრივია,როგორც ტელაფონთან,ტელევიზორთნ,მაცივართან და კაცობრიობის სხვა გამოგონებებთან ბრძოლა. მთავარია, მივაგნოთ მიზეზს, რომლის გამოც ბავშვი კარგავს ინტერესს ყველა სხვა საყვარელი საქმიანობის მიმართ, გაურბის რეალობას და ეჯაჭვება კომპიუტერს. უნდა გავიგოთ, ხომ არ აქვს უთანხმოება ამხანაგებთან და ხომ არ ეძებს ვირტუალურ მეგობრებს; ნუ დასჯით და ნურც სასჯელით დაემუქრებით ცუდი ნიშნების გამო. რაც უფრო მეტ სითბოს იგრძნობს ბავშვი მშობლებისგან, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი იმისა რომ მიეჯაჯვება ვირტუალურ სამყაროს.
No comments:
Post a Comment