
კომპიუტერული თამაშები ბავშვებისთვის მშობლებისთვის უფრო მტკივნეული თემა მათი შვილების კომპიუტერული თამაშების მიმართ დამოკიდებულებაა.6–7 წლის ასაკიდან უმეტესი მოზარდი თავისუფალი დროის თითქმის 90%_ს კომპიუტერთან, თამაშში ატარებს.ინტერნეტში უხვადაა ისეთი თამაშები,რომლებშიც მძაფრად არის ასახული ძალადობის ფაქტები.მეცნიერებმა შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც განუწყვეტლივ თამაშობენ ასეთ თამაშებს არ უვითარდებათ თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ადამიანის ქცევის მართვის და სწავლის პროცესში. აგრეთვე ავითარებს მათში აგრესის, ავიწროებს მათ ინტერესების სფეროს, აღარიბებს ემოციონალურ სამყაროს.ორსაათიანი ვიდეოთამაში საკმარისია ავადმყოფური ტრანსისა და ნერვული სისტემის გადაღლის გამოსაწვევად. სასტიკი თამაშები კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მასში აგრესიას იწვევს, ამიტომაც მსოფლიოში საკმაოდ გამრავლდა მოზარდთა შორის ძალადობის შემთხვევები. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ასევე მხედველობის დაქვეითებას,ხერხემლის სქოლიოზსა და კუნთების ატროფიას იწვევს .
